მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლელობას არ აძლევენ“ - ადამიანის უფლებათა სახლი

აფგან მუხთარლი ვერ ჩამოდის

გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები არ აძლევს მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში. ინფორმაციას თბილისის უფლებათა სახლის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.

მუხთარლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 18:00 საათისთვის უნდა ჩამოსულიყო.