მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ჯერ კიდევ წინ გვაქვს ვირუსის გავრცელების ეტაპი

პარლამენტის თავმჯდომარე თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში“ კორონავირუსზე საუბრობს.

"საქართველო ჯერ-ჯერობით ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ჩვენ ვახერხებთ ვირუსის მასიურ შეკავებას. ჯანდაცვის სამინისტრო, ექიმები, ექთნები და ყველა მოკავშირე სამსახური, ვინც ჩართულია, აკეთებს თავის მაქსიმუმს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

პარლამენტის თავმდჯოამრემ იმ ორ ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რის წინაშეც ახლა საქართველო დგას.

"პირველი და უმთავრესია დავიცვათ ჩვენი მოქალქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ვუმკურნალოთ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მეორე გამოწვევაა, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია და შემდგომში, როდესაც ეს ვირუსი ჩაივლის, მოვახერხოთ მისი აღდგენა და განვითარება" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ამოცანის გადასჭრელად და ისინი მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რათა ეს ამოცანები ეფექტურად გადაიჭრას.

"მნიშვნელოვანი და სასიხარულოა იმ პაციენტების სია, რომელიც ქართველმა ექიმებმა განკურნეს. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ვირუსის გავრცელების ეტაპი. მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში უფრო მეტი ზრდა გვაქვს დაინფიცირებულების წინა დღეებთან შედარებით“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეასრულონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, რათა არ მოხდეს ქვეყანაში ვირუსის სწარფი ტემპით ზრდა.

"თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული, თუ როგორ შევძლებთ ამ გამოწვევის დამარცხებას და რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გადავიტანთ ყველანი ერთად" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში."