საზოგადოება

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღებაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

დახმარება ბავშვებს
15:13 14.08
დაკოპირებულია

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

• საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.

17 წლის ჩათვლით პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, 6 აგვისტოს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
41 წუთის წინ
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტრო...
11 წუთის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკუ...
16 წუთის წინ
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე...
21 წუთის წინ
აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღ...
44 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გ...
51 წუთის წინ
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ...
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ახალი ეპ...
„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურ...
კარლ ჰარცელი: პოლარიზებული პოლიტიკა მედი...
„პოლარიზებული პოლიტიკა აისახა მედიაზეც“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირი...