მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება

დეზერტირების ბაზარი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა, რამდენიმეს შემთხვევაში პირველი წყარო დაუდგენელია. რამდენიმე ინფიცირებული კი, დინამოს და ლილოს ბაზრობებზე მუშაობდა.

„გარდაბანში მძიმე სიტუაციაა. მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ეს ადამიანები გააქტიურებულები არიან სხვადასხვა ბაზრობებზე. შესაბამისად გასამკაცრებელია კონტროლი“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კონტროლი გამკაცრდება ლილოს, ვაგზლის და სხვა ბაზრობებზე.

გარდაბნის საკითხზე ისაუბრა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაბნის მუცინიპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი.

„მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, პრევენციას, რომ უფრო გართულებისკენ არ წავიდეს პროცესი. ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება და როგორც კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, - აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.