მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა დოჭვირი: მსოფლიოში პანდემიას ანალოგიური შეზღუდვებით ებრძვიან

მთავრობის საპარლამენტო მდივანი

„რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, რათა  ქვეყნის ტერიტორიაზე პანდემიის გავრცელება შესუსტდეს“, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან აწარმოებდა და პოზიციები მაქსიმალურად შეჯერებულია.

„პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი არის მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, მსოფლიოში თუ გადავავლებთ თვალს, როგორ ებრძვიან პანდემიას, ყველგან ეს მეთოდებია გამოყენებული.

რეგულაციების შემოღებამდე ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ კონსულტაციებში ჩართულები იყვნენ ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორი, ასევე ეპიდემიოლოგები და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება. ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

👉 ქვეყნის 8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება, თუმცა, მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი