მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმსა და ჩაქვში დევნილ ოჯახებს შეხვდა

შეხვედრა ჩაქვში

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მან შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.