ხანძარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ჩარხის წყლის დასახლებაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილობრივების თქმით, შენობაში არავინ იმყოფება და არც ვინმე დაზარალებულა.
ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟია ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უწყებაში დამწვარი ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.