მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

ტრაქტორი საგაზაფხულო სამუშაობს ასრულებს

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.

ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. შეუფერხებლად ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირებაც", - განაცხადა შალამბერიძემ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას.