მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაიცავით რეკომენდაციები, რომ ბავშვები სკოლაში წავიდნენ“ - ეკატერინე დგებუაძე

ონლაინსწავლების დანერგვა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მაღალი მოლოდინია, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს საკლასო ოთახებში განახლდება.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, თუ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იქნება, რომ კვლავ არის მაღალი რისკი, განათლების სამინისტროს მოუწევს დაემორჩილოს.

„ყველა მოქალაქეს ვთხოვ, რომ დაიცვან არსებული რეგულაციები იმისთვის, რომ ჩვენი შვილები წავიდნენ სკოლებში. ლოგიკურია, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ პირველკლასელებისთვის ეს არის ძალიან რთული და ამას ვადასტურებ, მე როგორც მშობელი და განათლების სისტემის წარმომადგენელი. ამიტომაც ჩვენი სურვილია, რომ დავბრუნდეთ სკოლებში “, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო განსხვავებულ მოდელებს განიხილავს.

„ძალიან ბევრი ვარიანტი განიხილება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში დავაბრუნოთ“,- აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში სასწავლო პროცესი განახლდა სხვადასხვა საშუალებებით. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ზოგ სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნაწილში კი საკლასო ოთახებში.