მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს მონასტერი დაატოვებინეს

სასულიერო პირების დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სასაუბროდ მისული მეუფე სტეფანე მონასტრიდან გააძევეს.

„სამარცხვინო“ და „ცრუ“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ მეუფე სტეფანეს დიაკვნები. მეუფე სტეფანემ მონასტრის ტერიტორია სამართალდამცველების თანხლებით დატოვა.

როგორც ცნობილია, დიაკვნები არ აპირებენ მღვდელმთავრის განჩინებას დაემორჩილონ. განჩინების თანახმად, მეუფემ დიაკვნებს მღვდელმსახურება აუკრძალა.

ადგილზე რჩებიან დიაკვნები და მათი მხარდამჭერები.