მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან აჭარასა და კიდევ 10 ქალაქში სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადადის

დისტანციური სწავლება

კორონავირუსის პანდემიის გამო დღეიდან სასწავლო პროცესი საქართველოს დიდ ქალაქებში დისტანციურ რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი გადავა დისტანციურ ფორმატზე“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ სოფო დგებუაძემ.

დისტანციური სწავლების რეჟიმის პროცესი გაგრძელდება როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებში.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 რესტორნების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ ყველგან აიკრძალა

🔴დღეიდან პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

🔴 გამყრელიძე: ჩვენთან გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა