მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება.

27-28 მაისს სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისშიც დღეიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.