მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთში, საბავშვო ბაღების 700-მდე აღსაზრდელმა აპრილის თვის სასურსათო მარაგი მიიღო

დუშეთი, აღსაზრდელები

დუშეთის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების აპრილის თვის სასურსათო მარაგი გაიცა.

საკვები პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 18 ბაღის 700-მდეაღსაზრდელმა მიიღო. სურსათის გაცემის პროცესში, საბავშვო ბაღების პერსონალთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ მოხალისეებიც. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მარტისთვის სასურსათო მარაგი მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში გაიცა. ჯამში, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული კალათი 70-მდე საბავშვო ბაღის 3716-მა აღსაზრდელმა მიიღო.