მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა - დღეიდან საქართველოში ამინდი უარესდება

ძლიერი წვიმა

დღეს, 26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, მოსალოდნელმა ამინდმა შესაძლოა, რომ მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.