მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა.

„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. პარალელურად, დაიწყო დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება. ბააზოვის ქუჩაზე სულ გამოცხადდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის კი, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.