მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გვჭირდება

ჯანდაცვის მინისტრი

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ, ვინაიდან, არ ვთვლით, რომ ეს ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არის საჭირო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის მთავარია ეფექტიანი პროტოკოლების შემუშავება და მათი დაცვა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ პროტოკოლებზე, რაც გულისხმობს როგორც სტაციონარიზაციის, ისე გაწერის პროტოკოლს. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. რაც შეეხება წითელ ზონას, ეს სამედიცინო პერსონალისთვის მიუთითებს მეტი მზაობისკენ, როგორც პაციენტების მკურნალობის, ისე საწოლბრუნვის ნაწილში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთლებულია 11 370 და გარდაცვლილია 215 ადამიანი.