მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმებმა შეცდომა დაუშვეს“ - ახალციხელი ექთნის მეუღლე

გარდაცვლილი მედდის მეუღლე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ მომხდარი ექიმების ბრალია. 

მანუჩარ კობახიძის თქმით, სამედიცინო პერსეონალის რეაგირება მის ცოლთან მიმართებაში დაგვიანებული იყო.

„როცა ჩავედი პატრონი არავინ ჰყავდა. ერთადერთი ბიჭი ადგა თავზე. უცოდინარობის ბრალია, ექიმებმა, ექთნებმა შეცდომა დაუშვეს. რეაქცია დააგვიანდათ. მადლობას ვუხდი ანტობ ობოლაშვილს, ერთადერთი ადამიანი დამიდგა გვერდში.

მორიგე იყო, მანდ მუშაობდა და ერთი აბი დამალევინესო თქვა, არ ვიცი რისი აბი იყო, დღეს ამის გასარკვევად მივედი. მეუღლე მომიკლეს და აქეთ არიან დიდ გულზე. მარტო ექთანი იყო, სხვა არავინ იყო ჩემი მეუღლის გვერდით“, - განაცხადა გარდაცვლილი მედდის მეუღლემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „მეგი რობაქიძის ოჯახის ინტერესია სიმართლე დადგინდეს“ - ადვოკატი