მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს აქცია მიმდინარეობს

აქცია ექსპო ჯორჯიასთან

საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან მათ საპარლამენტო არჩევნები გააყალბეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქტივისტებს საგამოფენო სივრცის შესასვლელის ჩაკეტვის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცველები მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

პროტესტის მონაწილეები ბანერის გაშლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

👉 ინფორმაციისთვის, 14:00 საათზე პარტია „ქართული ონცების“ პარტიული ყრილობა უნდა გაიმართოს, სადაც თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ.

👉 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.

👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის კანდიდატად მან ირაკლი კობახიძე დაასახელა.