მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპისკოპოსი ვახტანგი: მთავრობა შესაცვლელია

ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი

კოსტაველი ეპისკოპოსი, მეუფე ვახტანგი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ბრალდებული კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა.

მეუფე ვახტანგის თქმით, მას სწამს, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. ამასთან, მეუფის თქმით, ყველაფერს არჩევნები გაარკვევს.

მისივე განცხადებით, მთავრობა უნდა შეიცვალოს და ქვეყნის სასიკეთოდ ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ასე მწამს. ამას დაამტკიცებს დრო. ყველაფერს გაარკვევს არჩევნები. კმარა ასეთი ცხოვრება, ერის სასიკეთოდ ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს“, - აცხადებს მეუფე.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.