მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთმოქმედებიანი სპექტაკლები და შეზღუდული დეკორაციები - რეკომენდაციები თეატრებს

რეკომენდაციები თეატრებს

შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის მთავრობამ რეკომენდაციები შეიმუშავა.

სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:

  • სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი ისე უნდა შედგეს, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;
  • უნდა დაწესდეს სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით;
  • შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაიშვება 10 ადამიანზე მეტი.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 5 მ 2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;
  • სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვროს ისე, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;
  • ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;
  • გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
  • მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
  • აიკრძალება ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოხდება მისი დეზინფექცია;
  • კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, უნდა განისაზღვროს გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;
  • იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელი სამუშაოები:

  • ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენებული იქნება ელექტრონული სისტემა;
  • ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შეთავაზებული უნდა იყოს პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარე აღიჭურვება ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსდება ხელის სადეზინფექციო 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები;
  • ღონისძიების ავტორმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
  • სასცენო სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;
  • სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები გადანაწილდება იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო მანძილის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს წინასწარ ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, რომ ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:

  • სტუმართა ნაკადის მართვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
  • შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მოინიშნება უსაფრთხო დისტანცია;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;
  • ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრება იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
  • ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
  • აიკრძალება სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას. 

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
  • ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, ვენტილაცია უნდა გადაერთოს ნომინალურ სიჩქარეზე რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირდეს მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;
  • არ გამოირთვება ვენტილაცია, არასამუშაო საათებში უნდა ამუშავდეს ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
  • სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესდება საინჟინრო კონტროლი, ასევე, ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით). 

დახურული სივრცის დალაგება:

  • დახურული სივრცის დალაგება უნდა განხორციელდეს თითოეული რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;
  • გაიღოს ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავდეს სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
  • რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყების წინ დაასუფთავდება და დეზინფექცია ჩაატარდება სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
  • დასუფთავება მოახდება შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. აუდიტორია) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის წინ და დასრულების შემდეგ;
  • საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;
  • დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: • ნიღაბი; • ერთჯერადი ხალათი; • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).