მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, HELP-ის დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო

პროკურატურის ცნობით, HELP-ის დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამშრომლობის თემაზე HELP-ის დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო.

უწყების ცნობითვე, სწავლებას საქართველოს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ერთად გაივლიან.

„კურსის დისტანციური შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს.

დისტანციური შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ HELP-ის პლატფორმის გამოყენების სპეციფიკას, ასევე, სასწავლო კურსის შინაარსსა და ფორმატს.

ორთვიანი სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები, ერიკ ვერბერტი და სალვადორ კურბელო წარუძღვებიან. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: ექსტრადიცია, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება და ქონების კონფისკაცია და ა.შ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, სწავლებაში პროკურატურის 16 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ერთობლივ სწავლებაში პროკურატურის 16 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის, გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე, პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს პროკურორები და გამომძიებლები.

გლობალიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.