მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპაში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ცნობილია

თვითმფრინავის აფრენა

"ამ კვირაში ევროპიდან ორი რეისი განხორციელდება. დღეს უკვე შესრულდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს. ისინი საელჩოების დახმარებით შეიკრიბნენ ბერლინში და ჩამოვლენ საქართველოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიახაზების "ეგეოსის" მიერ თბილისში რეისი, რომლითაც დააბრუნებენ ჩვენს მოქალაქეებს და წაიყვანენ საბერძნეთის მოქალაქეებს",-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ასევე შესრულდება რეისები ევროპიდან სხვა მიმართულებებითაც.

"ასევე 26 მარტს განხორციელდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი, ხოლო 31 მარტს განხორციელედება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი. ასევე კიდევ ერთი კვირის შემდეგ შესრულდება თბილისი-ვარშავა-თბილისის, ხოლო 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებაზე. ასევე 10 აპრილს შესრულდება თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისი",-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ავიაბილეთის ფასი არ უნა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს მოთხოვნა ავიაკომპანიებმა მკაცრად უნდა დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში გაუქმდა ყველა ჩარტერული რეისი სრულდება მხოლოდ ის ფრენები, რომლითაც მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.