მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: სვანეთში 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განისაზღვრა სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოიკვლიონ.

მისი თქმით, დაბა მესტიაში, უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი.

„სვანეთში, გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული და ველოდებით შედეგებს. სოფელ ლენჯერის გამოკვლევა თითქმის დავამთავრეთ. განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი და უნდა გამოვიკვლიოთ. დაბა მესტიაში, უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე სამიზნე ადამიანი განვსაზღვრეთ, რომლებსაც გამოვიკვლევთ, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ტურისტებს. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში ამ 4 000 ადამიანის გამოკვლევას დავამთავრებთ. იმის მიხედვით, რამდენ ინფიცირებულს გამოვავლენთ, შედგება უკვე უახლოესი სამოქმედო გეგმა – როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები, რა სიმკაცრის და შესაბამისად, როგორ ვიმუშავებთ მოსახლეობასათან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა.