მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, სტუმრებს მიმართეს და სიტყვით გამოვიდნენ:

  • ღასან ხალილი - „გაეროს ბავშვთა ფონდის“ წარმომადგენელი საქართველოში
  • დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ზურაბ კერვალიშვილი - „გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის“ დირექტორი
  • მაკა ბერიძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

„პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ 2020 წლის თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შესაბამისად, დებატების კლუბების გახსა, სუპერვიზირება, მოსწავლეთა მომზადება და საჯარო დებატები, თუ დებატების კონკურსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ონლაინ რეჟიმში განხორციელდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი, ხუთი საუკეთესო მოდებატე „დებატების საერთაშორისო აკადემიაში“ ჩაერთო.

ამასთან, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ინიციატივითა და „კონრად-ადენაუერის ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა 6 საჯარო დებატი ევროიტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე, რომელებშიც ჩართული იყვნენ პროექტის მოსწავლეები. „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით კი, ასევე პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ონლაინ დებატები.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსში მონაწილეობა 222-მა მოსწავლემ მიიღო.

პროექტის დახურვის ცერემონიალზე მოხდა იმ საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოება, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსში. ასევე, გაიმართა მასწავებლებლის დაჯილდოებაც, რომლებმაც გახსნეს დებატკლუბები მთელი საქართველოს მასშტაბით და თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროექტში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

debatebi-uketesi-ganatlebistvis_o_h.jpeg