მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარუჯვის დროს მზისგან დამწვარი სამი ახალგაზრდა სტაციონარში გადაიყვანეს

ექიმის კომენტარი მზით დამწვრობაზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე მზით დამწვრობის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია.

მისივე თქმით, გარუჯვის მიზნით მზეზე დამწვარ სამ ახალგაზრდას სამკურნალოდ სტაციონარში გადაყვანა და გადასხმებით მკურნალობა დასჭირდა.

„ამ სეზონზე ჯერ ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობების შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ რუჯის მიღებს მიზნით, რომ დაწვები მზეზე და ისეთ დამწვრობას რომ მიიღებ სტაციონარი, გადასხმა და მკურნალობა დაგჭირდება ასეთი შემთხვევა გვქონდა. 3 შემთხვევა იყო, როდესაც სტაციონარი დაგვჭირდა, სამივე შემთხვევა გოგო იყო. ხოლო ზუსტ რიცხვს რამდენი გატარდა ამბულატორიულად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, - განუცხადა Pia. ge-ს გუგა ქაშიბაძემ.