მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გეოლოგი: დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, მისი გაჩერება შეუძლებელია

ლაშა სუხიშვილი

„ამ ფერდობის სტაბილიზაციის მიმართულებით, ვერ გეუბნებით, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს, ძალიან რთული სიტუაციაა“,- ეს კომენტარი „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, გეოლოგმა ლაშა სუხიშვილიმა ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ლაშა სუხიშვილი PIA.ge- სთან საუბრისას აღნიშნავს, პროცესი არის შეუქცევადი და, დიდი ალბათობით, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მეწყერს ჰქონდეს „დომინოს ეფექტი“ და პროცესი დაწყებული იყოს გვერდითა ფერდობზეც.

„იმაზე დაყრდნობით, რაც ადგილზე ვნახეთ, დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, მისი გაჩერება შეუძლებელია. მთავარი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რაც ვიზუალურად არ ჩანს. გაზომვის შედეგად ხომ არ აღმოჩნდება, რომ თვალით უხილავია, მაგრამ გადაადგილება დაწყებულია გვერდითა ფერდზეც“,- განმარტავს ის.

გეოლოგის განცხადებით, ადგილზე ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპისთვის ის გამოსავალს ვერ ხედავს.

„პირველადი შეფასებით რომ გითხრათ, გამოსავალს ვერ ვხედავთ, ამ ფერდობის სტაბილიზაციის მიმართულებით, ვერ გეუბნებით, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს, ძალიან რთული სიტუაციაა.

სულ ყველა სამუშაოც რომ გაჩერდეს, თეორიულად, ამ ფერდის სტაბილურობას მაინც ვერ მივიღებთ, ეს არის შეუქცევადი პროცესი ამიტომ, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი“,- ამბობს ლაშა სუხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო, შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისის მერიის განცხადებით, მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔶„მასა მოწყვეტილია, შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზ