მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ

ნატო-ს სტანდარტის ფეხსაცმელი ქართველ სამხედროებს

„სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სტიპენდია დაენიშნებათ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.

მისი თქმით, ამისთვის მილიონი ლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, იგეგმება, რო ქართველი სამხედროების ID ბარათებს პრივილეგიები მიენიჭოთ.

„სექტემბრიდან სამხედროებთან დაკავშირებით ვაპირებთ, აქტიური კამპანია დავიწყოთ. გვსურს მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისათვის პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.