მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ტყემალაძემ სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

გიორგი ტყემალაძემ სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ტაძრის ეზოში ბაღის გაშენება საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ ორგანიზებით მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, ტაძრის ეზოში 30 სახეობის, 700 -ზე მეტი დეკორატიული მცენარე დაირგვება.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სვეტიცხოვლის ეზოში, პატრიარქის კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით, არაჩვეულებრივი ბაღის გაშენება მიმდინარეობს.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მისთვის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა დიდი პატივია.

„უწმინდესის კურთხევით, სვეტიცხოვლის ეზოში, არაჩვეულებრივი ბაღის გაშენება მიმდინარეობს, რომელშიც კერძო და სამთავრობო სექტორი აქტიურად არის ჩართული. ბაღის გაშენებას საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ კურირებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის ხელმძღვანელს გოჩა არონიშიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ სვეტიცხოვლის ეზოში არაჩვეულებრივი ბაღი გაშენდება. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძე.

გიორგი ტყემალაძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან ჯაფარიძემ მიიღეს.