მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლდანში ორი ახალი სკვერი მოეწყო

გლდანში 2 ახალი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკვერები გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ მოეწყო.

მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ გასულ წელს, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო. სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. ასევე დამონტაჟდა ფიტნესზონა.

გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ხეები. ტერიტორიაზე მოიხატა კედლები და ასევე, გლდანის რაიონში პირველად განხორციელდა სკვერში მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედნების კაუჩუკის საფარის მოხატვა, რომელიც სამხატვრო სტუდიის ,,ბეგი არტი“ მიერ შესრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი” შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 925 ლარი დაიხარჯა.

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ კი არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ბუჩქები და ყვავილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 277 ლარი დაიხარჯა.