მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს, ამ ოჯახს ბინა ექნება“ - კახა კალაძე

მამა-შვილს ბინა ექნებათ

მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან, ბინა ექნებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო. როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო - მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-მეთქი? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-მეთქი.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია.

მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს.

გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“, - აცხადებს კახა კალაძე.

⚪ შეგახსენებთ, 15 დეკემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

⚪ მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

⚪ მამა-შვილი, რომელზეც კახი კალაძე საუბრობს მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

მათ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სხვადასხვა კომენტარი მოჰყვა, როგორც მმართველი გუნდის, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.