მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პოლიტიკოსი გოგი წულაია

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმების გადაწყვეტილებით, მას ჯერჯერობით ოპერაცია არ ჩაუტარდება და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დარჩება.

კარდიოქირურგ ლევან ქარიზანაშვილის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს შედგა კონსილიუმი, სტაბილურად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მწვავე ფაზაში ოპერაციისგან თავი იქნა შეკავებული. ერთ კვირაში გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, ქირურგიული ჩარევა იქნება აუცილებელი" - განაცხადა კარდიოქირურგმა ლევან ქარიზანაშვილმა.