მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Google ახალ ტრანსატლანტიკურ კაბელს გაიყვანს

გუგლის კაბელი

Google-მა ახალი ტრანსატლანტიკური კაბელის გაყვანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ნიუ-იორკს ბილბაოსთან და ბრიტანულ ქალაქ ბიუდესთან დააკავშირებს. კაბელი ამერიკელი პროგრამირების პიონერის გრეის ჰოპერის სახელობის იქნება და ის 2022 წელს გაიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის გადაცემა უკაბელოდაც შესაძლებელია და არსებობს Wi-Fi, რეალურად ინფორმაციული ნაკადის უდიდესი ნაწილი ისევ ბოჭკოვანი კაბელით გადაიცემა. საჰაერო გადაცემასთან შედარებით ოპტიკური კაბელის ტრაფიკი ბევრად მეტია.

ევროპა ამერიკას კაბელით პირველად XIX საუკუნეში, ჯერ კიდევ ტელეფონის გამოგონებამდე, 1858 წლის 16 აგვისტოს დაუკავშირდა. კაბელი სატელეგრაფო იყო. რასაც შემდგომ სატელეფონო კაბელიც მიჰყვა.

ოპტკურ-ბოჭკოვანი კაბელის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყება. ინფორმაციის 99%, რომელიც ოკეანეს კვეთს, სწორედ წყალქვეშა კაბელით გადაიცემა. მისი ზღვრული სიჩქარე 1 ტერაბაიტია წამში, რაც თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამინდელ სიჩქარეს 1000-ჯერ აღემატება.