გორში, კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას dianews.ge ავრცელებს.
მოწამლულ მოზარდთა უმრავლესობა მესშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
„როგორც ინფორმაცია ვრცელდება ეს ბავშვები სავაადმყოფოებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა ნორმალური და სტაბილურია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, დღესვე დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რამ გამოიწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა.