მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუმათში, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებაა

აქცია რიონის ხეობაში

გუმათში, რიონის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. პოლიცია გადაკეტილ გზაზე კომპანია „ენკას“ მანქანების გატარებას ცდილობს, თუმცა, აქციის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

რიონის მცველები გუმათის დასახლებასთან იმყოფებიან, სადაც ასევე ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზა მდებარეობს. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი მოხსნას და მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ მისცეს, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.

აგრეთვე იხილეთ:

📌რიონის ხეობაში, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული სიტუაციაა