მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში 85 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

არ გადაკვეთო

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე 85 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს მისსავე საცხოვრებელ სახლში მიაგნეს.

მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს. პირველადი დათვალიერებით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.