მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვარამია: კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა

მთავარი არხის დირექტორი

"მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

აღნიშნულის შესახებ გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთავარი და მნიშნელოვანი, დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რადგან ცნობილია ეს ჩვენთვის რამდენიმე კვირაა, ვალდებული ვართ საჯაროდ განვაცხადოთ. კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკვა რუსეთის მოქალაქე, ხასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში. მისი დაკავების მიზეზი არ არის, ის რაზეც უნდა გესაუბროთ. იგი სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის და ამ ქვეყნის გამორჩეული სახის ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

გვარამია ქართულ და უკრაინულ სპეცსამსახურებს მოუწოდებს მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია მაქსიმალურად მოკლე დროში გაასაჯაროვონ.

"ამაშია ცივილიზებული სამყაროს ინტერესი დღეს. იმიტომ რომ დღეს გიორგი გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობაზე გაიარა ხაზმა ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელეთს შორის. გიორგი გაბუანიას ერგო ეს პატივი და უზარმაზარი საფრთხე, თუმცა ეს მისი არჩევანია. მე პატივს ვცემ და რომლითაც აღფრთოვანებული ვარ", - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიას განცხადებით, გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობა დაკავშირებულია მის განცხადებებთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკავშირდება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი არაკორექტულად მოიხსენია.