მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა

უწმინდესი და უნეტარესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.

„ამ საზეიმო დღეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.

ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა.

ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლებიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა“, - აღნიშნა ილია მეორემ 43 წლის წინ სადღესასწაულო ტრაპეზზე.