მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკის აპარატი საჩუქრად გადაეცა

აპარატი კლინიკაში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცის სხვა წევრების თანადგომით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR System Machine (მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx) აპარატი საჩუქრად გადაეცა.

„საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისთვის“, - განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებით, ახალი აპარატი ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლას გაუადვილებს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული აპარატი ქართველ მედიკოსებს PCR ტესტების სწრაფად და სტანდარტის შესაბამისად ჩატარების რესურსს მნიშვნელოვანდ გაუზრდის”, - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.