მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები? - რეპროდუქტოლოგის განმარტება

რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯერა სხვადასხვა მითის და ვცდილობთ, მოვიქცეთ სურვილების საწინააღმდეგოდ.

მითია თუ არა ის, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კიბოს განვითარებას უწყობს ხელს - ამ კითხვით PIA.GE-მ რეპროდუქტოლოგ არსენ გვენეტაძეს მიმართა.

მისი თქმით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები თანამდეროვე პრეპარატია, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ აყენებს.

კონტრაცეპტული აბები

„ჩასახვის საწინაარმდეგო აბების გამოყენება კიბოს არ იწვევს. ეს მითია, მსგავსი აბები ოფიციალურადაა რეგისტრირებული თანამედროვე მსოფლიოში და მილიონობიოთ ადამიანი იღებს. ბუნებრივია, ეს რომ კიბოს იწვევდეს, არ იქნება თანამედროვე სამყაროს ყოველდღიური მიღების საშუალება“,- განაცხადა PIA.GE-სთან საუბრისას გვენეტაძემ.

ასევე, მისი ინფორმაციით, გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს სექსუალური კავშირი ორსულობის შეწყვეტას იწვევს.

„სექსი ორსულობის შეწყვეტის მიზეზი არაა. ჩვენ დავამუშავეთ მსოფლიო თანამედროვე „გაიდლაინები“ და დავბეჭდეთ შავით თეთრზე, რომ სექსი უსაფრთხოა ნაყოფისა და დედისათვის იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურია“, - ამბობს რეპროდუქტოლოგი.