საზოგადოება

ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში
10:58 28.03
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია - ამის შესახებ PIA-GE-ს უწყებიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში  არ დაჯარიმდებიან.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
ისევე როგორც ამერიკის სხვა ბევრ ქალაქში, ნიუ-იორკში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტი რამდენ...
54 წუთის წინ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სამამულო წარმოების ვაქცინის გამოცდას 50 მოხალისე ჯარისკაც...
10:09
გერმანელი გამომძიებლები დღემდე ელოდებიან რუსეთისგან პასუხებს გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიცბერლინში ჩ...
09:02
ევროკავშირი, 2 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით...
01:04
თამარ ტალიაშვილი ზღვისუბნის მაჟორიტარმა აღსაზრდელებისთვის პროდ...
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა...
გაზგასამართზე აფეთქების შედეგად ახლომდებ...
ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მიმდებარე კორ...
მთავრობამ პარლამენტში სამთავრობო პროგრამ...
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარად...
ხობში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ხობში, სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემს...