საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისს ძველი სიცოცხლე მალე დაუბრუნდება

თბილისის მერი, 2020
23:06 07.04
დაკოპირებულია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომაა. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დასრულების შემდეგ პროექტები ინტენსიურად გაგრძელდება და დედაქალაქს ძველი სიცოცხლე მალე დაუბრუნდება.

"სამწუხაროდ, იმდენად შეცვლილია მდგომარეობა- რა იყო ერთი თვის წინ და რა ხდება ახლა, იმდენად შეიცვალა პრიორიტეტები, რომ შეუძლებელია, ახლა ვისაუბროთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რაც დაგეგმილი გვქონდა. ბევრ პროექტზე უკვე ტენდერიც იყო გამოცხადებული და, სამწუხაროდ, მოგვიწევს მათზე უარის თქმა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება. პრიორიტეტები შეცვლილია და დღეს მოსახლეობას სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა და თანადგომა. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რასაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, შემდეგ გვექნება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი და ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უმძიმესია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებას, ბიზნესსექტორს იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით და ხელშეწყობით შევძლოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ ყველას გვესმის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ არ შეგვეშინდეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, რაც მთავარია, ჩვენს ქალაქში დაბრუნდეს ის სიცოცხლე, რაც რამდენიმე თვის წინ იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...