მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახიშვილი პრემიერს: ხომ არ ჯობს პენსიების მიღება ბევრად ხელმისაწვდომი გავხადოთ?

კახიშვილი პრემიერს მიმართავს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს და გარკვეულ კითხვებს სვამს.

კახი კახიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პენსიონერებთან და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რომლის აზრიც მდგომარეობდა შემდგომში:

„მესმის, რომ ამ პერიოდში რთულია ბიუჯეტის მიღება და ამავდროულად გაცემა, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია (სოციალურად დაუცველები, პენსიონერები), რომლებსაც სჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ხომ არ გაქვთ დაგეგმილი ეტაპობრივი პროგრამები მათ მხარდასაჭერად?“, - იკითხა კახა კახიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპენსიო მომსახურების საკითხზე.

„როდესაც მხოლოდ ერთი ბანკის პირობებში ხდება პენსიის გაცემა, ცოტა რთულია ბანკომატებთან მისვლა და ა.შ. ხომ არ ჯობია რაღაც ტიპის რეგულაციებიც მივიღოთ მეტი ხელმისაწვდომობისა და გამარტივებისთვის?“, - ჰკითხა კახა კახიშვილმა გიორგი გახარიას.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პენსიონერებისთვის მიიღეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველწლიურად პენსიის ზრდას.

„პენსიების ზრდა მიბმულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საპენსიო პრობლემა ცნობილია, რამდენიმე თვის წინ შედგა შეთანხმება კონკრეტულ ბანკთან, რომელიც პენსიას გასცემს და დღეის მონაცემებით, ბანკს აქვს ვალდებულება, პენსიონერები გადაანაწილოს 10 დღის განმავლობაში, რომ ყველას ერთ დღეს არ უწევდეს პენსიის მიღება.

ეს აუცილებელი გახდა პირველ რიგში ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, რადგან ერთ ადგილზე მაღალი რისკის შემცველი ადამიანები - ხანდაზმულები იყრიდნენ თავს და ეს იმდენად მოსახერხებელი გახდა მათთვისაც, რომ ეს წესი ასე უნდა დარჩენილიყო და გადავამოწმებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 დიმიტრი ხუნდაძე: მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას

👉 გიორგი გახარია: აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი