მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ხალხი ქუჩაში არ რჩება, ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი

კალაძე მერიის სხდომაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟსა და ადგილზე მიმდინარე დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„არ არის სწორი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ქუჩაში რჩებიან. ამ ადამიანებს აქვთ სახლი, ზოგი მიწის ნაკვეთს ფლობს და ა.შ.

სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი არ დავუშვებ, რომ მოხდეს სახელმწიფო ქონების უკანონო მიტაცება. ჩვენ ბევრ ოჯახს ვეხმარებით, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია.

„ამ თავშესაფარში ჩვენ მათ ყველანაირად უზრუნველვყოფთ ან მეორე ვარიანტია ის, რომ ადამიანები რომლებსაც სახლი არ აქვთ, ამისათვის გამგეობები გამოყოფენ თანხებს. სწორედ ამ თანხით შეგვიძლია ასეთი ხალხის იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - დასძინა კახა კალაძემ.

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „საახალწლოდ საჩუქარი გაგვიკეთეს“ - ხმაური აფრიკის დასახლებაში

👉 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო