მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი გადასატანია“ - წულუკიანი კალაძის გადაწყვეტილებაზე

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

„დღევანდელი აფრიკის დასახლების ამბავი ძალიან მძიმე კადრები იყო“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს პასუხები თუ რატომ მიიღეო ეს გადაწყვეტილება.

„ეს იყო მძიმე კადრები და მძიმე გადაწყვეტილება. კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი გადასატანია კონკრეტულ სიტუაციაში ამა თუ იმ ადამიანისთვის.

მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არცერთი ამ ადამიანთაგანი, თუკი სიმართლეა, რომ მათ საცხოვრისი არ აქვთ, არ დარჩნენ ჭერის გარეშე.

მერია ისედაც მილიონობით თანხას ხარჯავს უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.