მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა

პოლიცია, შსს, ლენტი

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.