საზოგადოება

ქართველი ემიგრანტი: ამაყი ვარ საქართველოს მთავრობით და ქართველების გვერდში დგომით

ემიგრანტი საქართველოს მთავრობას და საელჩოს მადლობას უხდის თანადგომისთვის.
14:59 22.05
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობისა და ათენის საელჩოს დახმარებით, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ათენის საავადმყოფოში მკურნალობდა, დაბრუნდა საქართველოში. ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ აანაზღაურა,- ამის შესახებ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ემიგრანტის ისტორიას ყვება.

ემიგრანტი საქართველოს მთავრობას და საელჩოს მადლობას უხდის თანადგომისთვის.

„გუშინ, 20 მაისს, ფრენა განხორციელდა ათენიდან საქართველოს მიმართულებით „საქართველოს ავიახაზების“ მიერ, გადაყვანილი იქნა ბევრი ქართველი ემიგრანტი. მათ შორის, ერთ-ერთი მგზავრი, გულნაზი, რომელიც მოთავსებული იყო ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში და მკურნალობას გადიოდა, მუდმივ კავშირში იყო საელჩო საავადმყოფოს ექიმებთან. საქართველოს მთავრობისა და ათენის საელჩოს დახმარებით, ის დაბრუნდა საქართველოში. საავადმყოფოსა და მგზავრობის ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ აანაზღაურა. მადლობა საქართველოს მთავრობასა და ათენის საელჩოს ამისთვის. პირადად შევესწარი ამ ქალბატონის ავადმყოფობას და ქართველების მის მიმართ გვერდში დგომას. ამაყი ვარ საქართველოს მთავრობით და ქართველების გვერდში დგომით გულნაზის მიმართ“,- წერს ემიგრანტი.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვ...
51 წუთის წინ
სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებ...
52 წუთის წინ
European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალ...
15:18
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა...
14:57
კონკურსი სუფთა რეგიონი 2020 წლის კონკურსი "სუფთა რეგიონი" იწყება
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველო...
მობილური ინტერნეტის 3.2 მლნ აბონენტი იყე...
საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სულ 5.4 მობილური აბონენტია რეგისტრირებული, მა...
აფეთქებების სერია საცხოვრებელ კორპუსში –...
მოსკოვში, დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება...
უმისამართო სროლა ვარკეთილში
ვარკეთილში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმეჯ...