მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყაზბეგში დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო, ეზოს კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრეცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით - 1 138 964 ლარს შეადგენს

მათივე ცნობით, ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.

საბავშვო ბაღი გათვლილია 35 აღსაზრდელზე. პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკა.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს " სამება" , ხოლო ბაღის ეზოს კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებს.