მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტი მოხალისეთა საერთაშორისო დღეს საინფორმაციო კამპანიით შეუერთდა

ქედის მუნიციპალიტეტი

თვითმმართველობის მოხელეებმა, მოხალისეებთან ერთად, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის- „არა ძალადობას!“ფარგლებში, ქედაში მსვლელობა მოაწყვეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს, რომელზეც დატანილია ინფორმაცია იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ , რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ყოფითი ცხოვრებისა და დასაქმების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ქედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია მოხალისეთა სიმრავლით და შესაბამისად, არაერთი პროგრამა, პროექტი ან აქტივობა ხორციელდება სწორედ მათი უშუალო ჩართულობით, რისთვისაც ქედის თვითმმართველობა მადლობას უხდის ყველა მოხალისეს! განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და ულოცავს დღევანდელ დღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.