მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრაზე

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თოფურიძე მოლითის თემის ოთხი სოფლის დეისის, ანიულას, მოლითის და ნებოძირის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზებაზე პირადად ესაუბრა.

„მოლითის ადმინისტრაციული ერთეული თავისი ტერიტორიებით და სოფლებით ყველაზე დიდი დასახლებაა ჩხერიმელას ხეობაში. თემი 8 სოფელს აერთიანებს. აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთ საშუალებას სამგზავრო მატარებელი წარმოადგენს. 

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, ჯერჯერობით საგარეუბნო მატარებლების აღდგენა ვერ ხერხდება, რის გამოც ამ ხეობის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჯერ კიდევ მკაცრად აქვს შეზღუდული.  აქ  არ დადის ასევე მუნიციპალური ტრასნპორტი, რადგან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მოლითის თემის ოთხი სოფლის დეისის, ანიულას, მოლითის და ნებოძირის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზებაზე პირადად ესაუბრა. მერია მოსახლეობის გადაადგილებას კვირაში ორჯერ სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს. ღია სივრცეს ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლებში არსებული გამოწვევების ადგილზე გასაცნობად და ღია აზრების დასაფიქსირებლად  იყენებს.

19 წლის ნებოძირელი ნათია ტალახაძე სოფლის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ მიმართულებებზე საუბრობს და ფიქრობს რომ სოფელზე ზრუნვა სახელმწიფოსთვს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.

ხარაგაულის მერი აღნიშნავს, რომ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა გზების დაგების პროცედურები საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესიგებულია 50-ზე მეტ სოფელში. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება ათეულობით ხიდსა და ხიდბოგირს, სტიქიის პრევენციის მიზნით ეწყობ საყრდენი კედლები და გაბიონები, მიმდინარეობს წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის პრიბლემების  მოგვარება სოფლებში.