მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება არ არის მზად, რომ მარცხი აღიაროს და აირჩიოს ბელორუსიის ე.წ. დიქტატორის ლუკაშენკოს გზა“ - მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ცაავა

დღეს, 6 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასა და წინასაარჩევნო გარემოს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა ეპისკოპოსებს მოუწოდა, რომ ჩარეულიყვნენ გარკვეული მიმართულებით პოლიტიკურ საქმიანობასა და საარჩევნო პროცესში, რათა არ დაიწყოს სამოქალაქო ომი.

მეუფე პეტრე ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებებს უპასუხისმგებლოსა და პროვოკაციულს უწოდებს.

„საკითხის შეთანხმება ეპისკოპოსებს შორის პრივატულად უნდა ხდებოდეს და შემდეგ საჯაროდ გამოდიოდნენ, ახლა რატომ არ ხდება ასე? ჯერ საჯაროდ გამოდიან და ჩანს, რომ შიდა შეთანხმება არ არსებობს“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მეუფე იაკობის განაცხადი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო და საქართველოს არსებული ხელისუფლება არ არის მზად იმ დონის დემოკრატიისთვის, რომ მარცხი აღიაროს.

„საქართველოს არსებული ხელისუფლება არ არის მზად იმ დონის დემოკრატიისთვის, რომ მარცხი აღიაროს და აირჩიოს ბელორუსიის ე.წ. დიქტატორის ლუკაშენკოს გზა, ჩვენი მღვდელმთავარი კი წინასწარ აანონსებს ვიღაცასთან შეთანხმებით, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია სამოქალაქო ომისკენ წავა“, - დასძინა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით, მან ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებაში ხელისუფლების ფრაზები ამოიკითხა.